პროექტის სახელი | იზარდე მწვანე ჯეჯილო |
პროექტის მოკლე აღწერა | მწვანე ჯეჯილი სიმბოლოა ახალი ცხოვრებისა, რომელიც ჩვენ იესო ქრისტემ მოგვანიჭა თავისი აღდგომით. |
მონაწილეთა ასაკი | 5-6 წელი |
პროექტის აქტუალობა | მოსწავლეებს განემარტებათ პროექტის მიზნები და ამოცანები.რომ ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული,ყველა მართლმადიდებელი ამ დღისთვის განსაკუთრებით ემზადება. |
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) | გადავწყვიტეთ დაგვეთესა ხორბალი, ამისთვის ბავშვებს დავავალე მოეტანათ ერთჯერადი თეფშები,ხორბალი, ბამბა. ყველა მოსწავლე ასრულებს მიცემულ დავალებას. ხორბალი მოვათავსეთ დანამულ ბამბაზე,დავდეთ მზეზე, რადგან მზე და სითბო ხელს უწყობს ჯეჯილის ზრდას. ხდება ყოველდღიური დაკვირვება. ველოდებით სასურველ შედეგს. ორი კვირის შემდეგ ჯეჯილი საკმაოდ გაიზარდა, განვმარტე პურის მოყვანის პროცესი. ყურადღება მახვილდება მასზე, რომ სხვადასხვა კულტურის და რელიგიის ხალხებისათვის პური ისტორიული მეხსიერების მატარებელია. პური მხოლოდ საკვები არ არის, მას რელიგიური დატვირთვაც აქვს. ფქვილისაგან მზადდება სეფისკვერი, რომელიც ქრისტეს ხორცის სიმბოლოა. ცხვება ასევე გემრიელი პასკა, რომელიც ქრისტიანული ტრადიციით არის ბერის მიერ ჯვარდასმული ტკბილი ფუნთუშა. მოვიძიეთ ინფორმაცია ასევე თუ როგორ ხვდებიან სხვადასხვა ერების ხალხი აღდგომის დღესასწაულს. გავარკვიეთ–ებრაელები ჩვენგან განსხვავებით ,აღდგომის დღეს აცხობენ მარილიან პურს –ქადას. აღდგომას ებრაელების ენაზე „პასექი“ ეწოდება. |
ვადების ხანგძლივობა | 14 დღე |
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: | ბავშვებში კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარება, თანამშრომლობა,მასალების შეგროვება ჯეჯილის შესახებ, დათესვა მოყვანა და მასზე ზრუნვა |
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები | ერთჯერადი თეფში. ბამბა. ხორბლის მარცვალი |
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: | ბუნების მცოდნეობა; რელიგიის ისტორია. |
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელ): | მანანა დუმბაძე |
ხელმძღვანალი ელ– ფოსტა: | manana.dumbadze7@gmail.com |
სასწავლო პროექტი
Подписаться на:
Сообщения (Atom)